„ქართული ოცნების“ განცხადება   

„ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებს“ იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალის წარდგენას სთხოვს, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, რამაც პოლიტიკურ სპექტრში დამატებითი ეჭვები გააჩინა. ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება, რომლის თანახმადაც მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.