„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, აბსურდია. ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველო რამენაირად კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე გამხდარიყო და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო.