„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება

ოპონენტები მმართველ გუნდს არჩევანს უწუნებენ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები განსაკუთრებით ზურაბიშვილის იმ განცხადებებზე აპელირებენ, სადაც ის 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბრობდა.

კრიტიკის და პროტესტის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ომის თემაზე თავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს ახსენებს, პარტიის ფინანსურ შემომწირველებს კი სთხოვს, რომ ფინანსები დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ მიმართონ.