სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მმართველი გუნდი ჩინეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას პრიორიტეტულ საკითხად აცხადებს. ამ მიზნით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები პეკინის შემდეგ შანხაიში გრძელდება. ქართული დელეგაცია ამჯერად შანხაის საბჭოს ხელმძღვანელობამ მიიღო. ვიზიტის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებებია ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, პოლიტიკურ და ბიზნეს-წრეებთან კონტაქტების გაძლიერება და აბრეშუმის გზის მომავალი. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მიმართ ჩინეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია. საქართველოს კი ამ გზაზე საკვანძო გეოპოლიტიკური ფუნქცია აქვს.
რა შედეგებით სრულდება სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში ხუთდღიანი ვიზიტი, – ნოდარ ჩაჩუა შანხაიდან.