საპარლამენტო უმრავლესობა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სადავო კანონის პროექტებს პარლამენტიდან გაიწვევს. დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.
განცხადებები გააკეთეს ასევე ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რეგლამენტის მიხედვით ერთი კანონპროექტი გაიწვიოს, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული მეორე მათგანი კი, ჩააგდოს მეორე მოსმენის კენჭისყრაზე.
რა პოზიცია დააფიქსირეს დღეს უმრავლესობის სხდომის დროს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი და როგორია ოპოზიციის გამოხმაურება, – დეტალებით თეონა მანაგაძე.