პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამდე ერთი დღე რჩება. ბოლო სამზადისი ამ დრომდე მიმდინარეობს. მე-5 ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილში“ გაიმართება. მას პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონული და საქალაქო დელეგატი დაესწრება. დაგეგმილია პარტიის ახალი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა, რომელთა რაოდენობა 15 წევრით განისაზღვრება.