„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს პარტიის პოლიტსაბჭო. წერილში ყურადღება გამახვილებულია სტატისტიკასა და სტანდარტებზე, რომელიც ქვეყანაში არსებული გარემოს გაუმჯობესებას ასახავს. „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“ – ნათქვამია პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.