ფილმი ასახავს ქართული საფოსტო მარკის ისტორიას. ისტორია იწყება საფოსტო მარკით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს, 1857 წელს გამოიცა ტფილისში და იგი წარმოადგენდა პირველ მარკას მთელ იმპერიაში. ამჟამად იგი “ტფილისის უნიკის” სახელით არის ცნობილი და მისი საბაზრო ღირებულება 800 ათას დოლარს უახლოვდება.
ფილმში მოთხრობილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის მარკებზე, რომელიც იყო პირველი წმინდა ქართული მარკა.
ასახულია ბათუმში გამოცემული ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის მარკები, საბჭოთა საქართველოს და ამიერკავკასიის ფედერაციის მარკები. მიმოხილულია საბჭოთა პერიოდისა და დამოუკიდებელი საქართველოს გამოცემები.
ფილმი მოგვითხრობს საფოსტო მარკის მნიშვნელობასა და ხაზს უსვამს, რომ მარკა წარმოადგენს სახემწიფოებრიობის ისეთივე ატრიბუტს როგორიც არის გერბი, დროშა და ჰიმნი.
ვიზუალურად ნაჩვენებია ყველა ის მარკა, რომლის შესახებააც მინმდინარეობს თხრობა. საფოსტო მარკის ისტორიასთან ერთად ფილმი გარკვეულწილად ასახავს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს.
ავტორი: მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი: ლევან ახობაძე