„ღვინის მცველები“
ფილმი “ღვინის მცველები” ასახავს ქვევრის დამზადების უძველეს ტექნოლოგიას. საქართველოში ქვევრის აშენებისა და ღვინის დაყენების ტრადიცია დღესაც ცოცხალია და თითქმის პირველყოფილი სახით სრულდება;  
ქვევრი, როგორც წინათ, ახლაც იცავს და ინახავს ქართულ ღვინოს.
ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნება ქვევრი ჯერ იმერეთში და შემდეგ როგორ ხვდება კახეთის მარანში – ღვინის დასაყენებლად და შესანახად.
ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.