თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მეორე ვადით გახდა 

18:15, 29.07.2026

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად, მეორე ვადით აირჩიეს და არხს მომდევნო ექვსი წელი უხელმძღვანელებს.

სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრება დილიდან გაიმართა. წარადგინა პრეზენტაცია, სადაც აქცენტი განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე გააკეთა. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით, შეიქმნა ახალი პლატფორმები: საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge და სპორტული არხი – პირველი არხი სპორტი. თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. ამ დროის განმავლობაში, მან ორგანიზაციაში დანერგა მართვის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები. მისი ხელმძღვანელობით აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, რომელიც მასშტაბით და კომპლექსურობით უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

მსგავსი