გურია გემოფესტს მასპინძლობს
გემოფესტი, რომელსაც გურია ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, კონცერტით დასრულდა.
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო თემატური სივრცეები, კვების ზონა, სამეწარმეო ბაზარი, ღვინის პავილიონები, მუსიკალური და გასართობი სივრცეები. კულინარიულ დღესასწაულს გურიამ უკვე მეორედ უმასპინძლა და სტუმრებს მივიწყებული კერძების ახლებური გემოები კიდევ ერთხელ შეახსენა.
გემოფესტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი პოპულარული პროექტია. ფესტივალი 2022 წელს დაარსდა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მასშტაბური ღონისძიებების მთავარი მიზანი კი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.