სახალხო დღესასწაული თიანეთში

21:33, 02.08.2026

თიანეთში დღეს სახალო დღესასწაული იზეიმეს.

ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციული ქადა და ნაზუქი, საბავშვო ატრაქციონები და გასართობი სივრცეები, – ეს ყველაფერი თიანეთობა 2026-ის სტუმრებისთვის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო. წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ტექნიკა და აღჭურვილობა. დაჯილდოვდნენ საპატიო მოქალაქეებიც, სახალხო დღესასწაული სხვადასხვა შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.

 

მსგავსი