საქართველოს პირველი არხის პირველი თაობის დიქტორს, ირმა გურიელს 85 წელი შეუსრულდა

11:42, 05.08.2026

საქართველოს პირველი არხის პირველი თაობის დიქტორს, ირმა გურიელს 85 წელი შეუსრულდა.

ირმა გურიელის სატელევიზიო ისტორია ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მოზარდებს ფუნიკულიორზე მხატვრული ნაწარმოებების წასაკითხად იწვევდნენ. მოგვიანებით, ტელევიზიის დიქტორების კონკურსის პირველივე მოსმენიდან შეარჩიეს და 1968 წლიდან, წლების განმავლობაში მაყურებელს საქართველოს ტელევიზიის ცისფერი ეკრანიდან ესალმებოდა.

მისი ცხოვრების საუკეთესო წლები უკავშირდება სატელევიზიო თეატრს, სადაც მთავარი რედაქტორის მოადგილე და მსახიობი იყო. მან მაყურებელს სახასიათო როლებით არაერთ სატელევიზიო სპექტაკლში დაამახსოვრა თავი. ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, წერდა და მონაწილეობდა რადიოსპექტაკლებში. ირმა გურიელის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში შექმნილი არაერთი დაუვიწყარი სახე ეკრანსა და თეატრში. თუმცა მსახიობობის და ტელედიქტორობის გარდა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უცხოური სერიალები გაახმოვანა. მის ლექსებზე შექმნილი 70-ზე მეტი სიმღერა საქართველოს ტელე-რადიო ფონდშია დაცული.

საქართველოს პირველი არხი ირმა გურიელს  85 წლის იუბილეს ულოცავს.

მსგავსი