ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები თინათინ ბერძენიშვილს მეორე ვადით არჩევას ულოცავენ
ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელები თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით არჩევას ულოცავენ და უსურვებენ წარმატებებს, ახალ მიღწევებს, საზოგადოებრივი მედიის განვითარების მიმართულებით ნაყოფიერ საქმიანობას.
თინათინ ბერძენიშვილმა მილოცვები მიიღო ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობისგან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ირლანდია, ბელგია, ფინეთი, დანია, საბერძენთი, რუმინეთი, უნგრეთი, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ლატვია, ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ლიეტუვა, სლოვენია.

კოლეგებმა თინათინ ბერძენიშვილსა და მის გუნდს წარმატებები უსურვეს სამომავლო საქმიანობაში. მილოცვებში ხაზგასმულია თინათინ ბერძენიშვილის პროფესიული მიღწევები და აღნიშნულია ამ შედეგების მნიშვნელობა; მაუწყებლების ხელმძღვანელები გამოთქვამენ იმედს, რომ ახალი ვადა მრავალი მნიშვნელოვანი შედეგით იქნება გამორჩეული როგორც საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების, ისე ევროპის საზოგადოებრივი მედიის გაძლიერების მიმართულებით.
თინათინ ბერძენიშვილის მეორე ვადით არჩევის შესახებ ინფორმაცია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.