„შუამთობა“ მაღალმთიან აჭარაში

21:07, 02.08.2026

შუამთობა“ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იალაღებზე აღინიშნება.

ტრადიცია მესაქონლეთა საზაფხულო საძოვრებზე ყოფნის შუა პერიოდს უკავშირდება და ადგილობრივები მას ძველი დროიდან იცავენ. დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა დოღი, სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართული ჭიდაობა. კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც „შუამთობასთან“ ასოცირდება, ნიშნობაა – სიმბოლური რიტუალი, როცა მთაში წყვილები ქორწინებას საჯაროდ აღნიშნავენ.

დღესასწაულს ყოველწლიურად სტუმრობენ ტურისტები, საზეიმო განწყობაზე კი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები და სხვადასხვა შემსრულებლები ზრუნავენ. ბეშუმში შეკრებილებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიენტმა მიულოცეს.

მსგავსი