თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მეორე ვადით გახდა
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ისევ თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს.
პირველი არხის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი, არხის მოქმედი ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ის მეორე ვადით მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე, სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ აირჩია. მანამდე იყო გასაუბრების ეტაპი. თინათინ ბერძენიშვილმა ბორდის წევრებს გასული ექვსი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ტელევიზიის ახალი, სრულად თანამედროვე სტანდარტების შენობა, მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, თანამშრომლების გადამზადება, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის მაღალ დონეზე ორგანიზება, არხის ოქროს ფონდის ციფრულ მატარებლებზე გადატანა, შრომითი ანაზღაურების ზრდა, ახალი გადაცემები და სტრიმინგ პლატფორმა. ეს იმ პროექტების მხოლოდ ნაწილია, რაზეც პრეზენტაციის დროს არხის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია-კომიტეტის წევრმა, სამეურვეო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. თინათინ ბერძენიშვილი ქვეყნის პირველი ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც ექვს წლიანი ვადა ბოლომდე ამოწურა.
როგორ ტრანსფორმირდა საქართველოს პირველი არხი ბოლო ექვს წელში – მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.