დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში თენგიზ აბულაძის ფილმის, „ნატვრის ხის“, ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საღამოს კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე უძღვებოდა. ქართული კულტურის დღეები კოპენჰაგენში 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას. პროგრამის ფარგლებში ბოლო დღეს გაიმართება ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება.