„ოქროს რტოს“ დაჯილდოება

ეკრანზე გადატანილი თანამედროვეობის პრობლემები და აქტუალური თემები – სხვადასხვა უნივერსიტეტის კინოხელოვნების მიმართულების სტუდენტები საკუთარ ფილმებს და შემოქმედებას სტუდენტურ კინო-დაჯილდოებაზე წარმოადგენენ. „ოქროს რტოს“ ნომინანტებს ხვალ გამოავლენენ.

წარდგენილი ნამუშევრებიდან 12 საუკეთესო უკვე შერჩეულია. გამარჯვებული რეჟისორები, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კატეგორიაში გამოვლინდებიან.