სამ ქართულ ფილმს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენებენ. საკონკურსო სექციაშია მოხვედრილი იოსებ ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“, მსოფლიო პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაგეგმილია ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონის“ სპეციალური ჩვენებაც. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე კობერიძის ნამუშევარიც სახელწოდებით – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“.
75-წლიანი ისტორიის მქონე კინოფესტივალი კვირის ბოლოს დაიხურება.