ლევილის მამულში ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები იმართება.
დღეს ფესტივალი ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის“ შემოქმედებას გაეცნობა, წარმოდგენილი იქნება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“. ფესტივალი, რომელიც 29 ივლისს დაიწყო, ძირითადად ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.
ფესტივალში როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ.