ქართული კარიკატურების ნიმუშების გამოფენა

თბილისის საკრებულოს, თამარ მეფის დარბაზში ქართული კარიკატურის ნიმუშების გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაზე, სხვადასხვა მხატვარ-კარიკატურისტის მიერ შესრულებული 120-ზე მეტი კარიკატურაა წარდგენილი. გამოფენა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და სატირისა და იუმორის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენა, ქართველი პოეტის და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი რედაქტორის, ზაურ ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა.