ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე

ამერიკელი ღვინის ექსპერტები საქართველოში.

12-კაციანმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიო შედიოდნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები, ქართლისა და კახეთის რეგიონები მოინახულეს და 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის ფასი ექვსი აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.