შარდენის ქუჩაზე ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიას გაცნობოდნენ და ამ ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დაეგემოვნებინათ.
წელს ღვინის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ღვინის მწარმოებელმა მცირე მარნებმა, საოჯახო მეურნეებმა და თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ. ფესტივალზე სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსა და ჩურჩხელასაც სთავაზობენ, ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.