ქართული ფილმი საერთაშორისო კინოპრემიაზე

ქართველი რეჟისორის მორიგი წარმატება – თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ პრესტიჟული დაჯილდოების Asia Pacific Screen Awards-ის ნომინანტია.

ნამუშევარი წარდგენილია ორ ნომინაციაში. ცერემონია, რომელსაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, „აზიურ ოსკარსაც“ უწოდებენ, პირველიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გაიმართება. კინოსურათი საქართველოს სახელით, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. საქართველოს კინოთეატრებში კი „მოქალაქე წმინდანს“ 26 ოქტომბრიდან აჩვენებენ.