კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის ფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება. არ იქნება საკონკურსო სექციები. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. მთავარ სექციაში დასახელდა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა.