ქართული ფილმი კანის კინოფესტივალზე

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის ფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება. არ იქნება საკონკურსო სექციები. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე.  მთავარ სექციაში დასახელდა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“, თუმცა  ჯერჯერობით უცნობია,  რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმის  მსოფლიო პრემიერა.