ლევილში ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირაც დასრულდა – ერთობლივი კონცერტი გამართეს მაია ჯაბუამ, ეკა კახიანმა და თემურ თათარაშვილმა. სტუმრებმა სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი იხილეს. ღონისძიება ანსამბლ „ბათუმის“ ქორეოგრაფიული ნომრებით დასრულდა.
ქართველმა ხელბურთელებმა მარიამ ჩავჩიძემ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ლანა მარგიანმა ფესტივალის სტუმრებისთვის საჩვენებელი თამაში გამართეს. შეხვედრები გაიმართა მოჭიდავეებთან და ძიუდოისტებთან.
ლევილში ქართული ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას იმართება.