ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. მეშვიდე საფესტივალო კვირას, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორის ეროვნული და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდები. ღონისძიება ქორეოგრაფიული ანსამბლ, „ბათუმის“ სოლო კონცერტით დასრულდა. სტუმრებმა ასევე ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“. ქართველმა ხელბურთელებმა ქეთი ვენეცკიმ და მარიამ ჩავჩიძემ კი ფესტივალის სტუმრებისათვის საჩვენებელი თამაში გამართეს. შეხვედრები გაიმართა მოჭიდავეებთანაც, რომლებმაც მასტერკლასი ჩაატარეს და სტუმრებს საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს. ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი 14 ივლისს დასრულდება.