ლევილის ქართული ფესტივალი გრძელდება. მეექვსე კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლისა და გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებით გაგრძელდა. 29 ივნისს, საფესტივალო კვირას სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუჭული“. ხრიდოლის ოსტატებმა კი სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს. ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.