ლევილში ქართული ფესტივალი გრძელდება. პირველი ორი საფესტივალო კვირის შემდეგ, ლევილის ისტორიული მამული სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა, საზოგადოების წინაშე წარდგა ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“, რუსთავის დრამატულმა თეატრმა კი სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარადგინა. დღე ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართების“ კონცერტით დასრულდა. ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორი კულტურის სამინისტროა.