ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. ორთვიანი ღონისძიებები დღეს დასკვნითი, საზეიმო კონცერტით დაიხურება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა ჯამში 700-ზე მეტმა ხელოვანმა და სპორტსმენმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში კი შეჯიბრებები და საჩვენებელი ორთაბრძოლები გაიმართა. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ინიციატივით 24 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება.