ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. გუშინ ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს შეხვედროდნენ. სპორტსმენებმა საჩვენებელი თამაში გამართეს. მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი „მართვე“.
საღამო ქართული პოლიფონიითა და ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტით დასრულდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.