ქართველი რეჟისორის ნამუშევრის საერთაშორისო აღიარება.
ელენე მიქაბერიძის დოკუმენტურ ფილმს დანიაში დაგეგმილ ცნობილ ფესტივალზე აჩვენებენ. ნამუშევარი სახელწოდებით „ლურჯი მოცვი“ დე-ფაქტო საზღვართან მცხოვრებ ოჯახზე გვიყვება.
რა სირთულეებს აწყდებიან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახები და როგორ განაგრძობენ ცხოვრებას – რეჟისორი შეეცადა მძიმე პრობლემები მაყურებლისთვის ბავშვების თვალით ეჩვენებინა.
„ლურჯი მოცვის“ პრემიერა კოპენჰაგენში 19 მარტს გაიმართება.