სამი ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეა. საგარეო უწყებამ საქართველოში მყოფ და მსოფლიოს მასშტაბით მივლენილ ქართველ ელჩებს უკვე მიულოცა პროფესიული დღე, რომელიც სიმბოლურად სულხან საბა ორბელიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით აღინიშნება.
საგარეო უწყებას წელს 100 წელი შეუსრულდა, თუმცა, აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას ხელი გასაბჭოებამ შეუშალა. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, ახალი ფურცლები 27 წელიწადსა და არაერთ გამოწვევას ითვლის, მთავარი საგარეო საფრთხე კი, როგორც მაშინ, ისე ახლა, კვლავ რუსეთია.
მარიამ მენაბდე ესაუბრა დღეს ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც რთული 90-იანებიდან დღემდე განვლილი გზა გაიხსენეს.