ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდებიან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ოფიციალური ვიზიტი დღეს იწყება. დელეგაციას ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.
მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაღრმავება და ახლად არჩეული კონგრესმენების მხარდაჭერის მოპოვებაა.
ვიზიტი ვაშინგტონში პარასკევს დასრულდება, მანამდე კი დეპუტატები 50-მდე შეხვედრის გამართვას გეგმავენ.
დელეგაციაში უმრავლესობასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან.