ქართული დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შეხვედრები გაიმართა კონგრესში, ტომ მალინოვსკისთან, ჯონ კურტისთან და ელისა სლოტკინსთნ.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების წარმატებებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მომავალ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.