საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გივი მიქანაძე კომიტეტის წევრად 2021 წლიდან ირიცხება, ხოლო ქვეკომიტეტს 2023 წლიდან შეუერთდა.