ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი

ათწლიანი ტრადიცია გრძელდება. საქართველოს სიმფონიეტა ბაროკოს ფესტივალისთვის ემზადება.

10 წლის იუბილის აღსანიშნავად პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. კონცერტების დროს ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა აჟღერდება. მონაწილეებს შორის იქნებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბაროკოს მუსიკის ცნობილი შემსრულებლები.

მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 21 ნოემბერს გაიმართება.