ქართული ჩაის პოპულარიზაციის პროექტი

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ჩაის მწარმოებლებმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მეწარმეები, დარგის სპეციალისტები და ქართული ჩაის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წამოჭრილ პრობლემებს ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია დაამუშავებს, რის შემდეგაც, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც გამოკვეთილი საკითხების განხილვა და შემდგომი რეაგირება მოხდება.