უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საქართველოდან აქტიურად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება. გულისტკივილით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ადამიანურ თანაგრძნობასთან ერთად, ამ გულისტკივილს თითქმის 90 წლიანი გულთა კავშირი ამძაფრებს. ასე ჰქვია საქართველოსა და უკრაინის კონკრეტული რეგიონების მეგობრობის ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება.