ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.
ცენტრის გახსნის საფუძველი 2017 წლის ზაფხულში ვარშავის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი გახდა. პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. აღნიშნული კვლევების შედეგად მომავალ წლებში განისაზღვრება ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის მნიშვნელობა და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყება მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.