პრემიერი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები, განხორციელდა ძველი და უნიკალური წიგნების რესტავრაცია და კონსერვაცია. მოხდა მათი ელექტრონული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შედგენა და მაღალი ხარისხის ელექტრონული ვერსიების დამზადება.

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს, ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდეს.