"ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკამპანიას ეხმაურებიან
“ქართულ ოცნებაში” მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ მიმდინარე ანტიკამპანიას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებმა სიძულვილის ენა ტრენდად აქციეს და ქვეყანაში არატოლერანტულ გარემოს ჰქმნიან.
უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებას ევროპულ წინასაარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს და იმ ნეგატიური შედეგებით, რომელიც მსგავს პროცესებს მოჰყვება, ისევ ოპონენტები დაზარალდებიან.