აფეთქება ქარელში. შემთხევა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. დაშვებულია ერთი ადამიანი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
აფეთქების შედეგად, სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები.
დაშავებულ 58 წლის მამაკაცს სამედიცინო დახმარება უტარდება.
უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან ევაკუირებულია მოქალაქეები.