ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი საახალწლოდ დაიკეტება
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება. იკეტება ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელიც. საახალწლო დღეებში, ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი აღარ იმუშავებს. ამ უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად კი, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს. შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე თვეა, ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილია და მოსახლეობას მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება. ამჟამად კი, ადგილობრივებისათვის ის ე.წ. გადასასვლელიც დაიკეტა, რომელითაც საჩხერის რაიონში ადგილობრივები სარგებლობდნენ.