„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება გამართა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში და ქართული ეკონომიკის განვითარებაში.
პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების მიზანია პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში ქალი წევრების როლის გააქტიურება.