ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა. მთავრობის მიერ შემუშავებული ინიციატივა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, სისხლის სამართლის, საპროცესო და იარაღის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მიზანი სამართალდამცავთა მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ გამოსაყენებელი მექანიზმების გაფართოებაა. ცვლილებები შემაკავებელი ორდერის გამკაცრებასაც ითვალისწინებს, კიდევ ერთი ახალი მექანიზმი მოძალადისთვის იარაღის, მისი ტარებისა და შენახვის უფლების ჩამორთმევა იქნება.