ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, კონფერენციაზე "მოამბის" ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ტელებლოგი იყო ნაჩვენები
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა. ნაჩვენები იყო “მოამბის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ტელებლოგი “ურჩი ქალები”.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული და ის 16 დღეს გასტანს. დღეს საღამოს თბილისი მსოფლიო კამპანიაში ჩაერთვება და დედაქალაქის ანძა ძალადობის მსხვერპლ ქალთა სოლიდარობის ნიშნად, ნარინჯისფრად განათდება.