საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, „მოამბის“ ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას საავტორო ტელებლოგი „ურჩი ქალები“ იყო წარმოდგენილი
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, „მოამბის“ ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას საავტორო ტელებლოგი „ურჩი ქალები“ იყო წარმოდგენილი

საერთაშორისო კონფერენციაზე „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ „მოამბის“ ჟურნალისტის ვიკა ბუკიას საავტორო ტელებლოგი „ურჩი ქალები“ იყო წარმოდგენილი.

ტელებლოგში, 2014 წელს საქართველოში ქალთა მკვლელობების შემთხვევებია ასახული.

კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.