„ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ - პროექტში მონაწილეობისთვის პირველი არხის წამყვანი დაჯილდოვდა
„ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ პროექტში მონაწილეობისთვის პირველი არხის წამყვანი – თამარ ფიროსმანიშვილი დააჯილდოვეს. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება. სულ 44 ქალი დაჯილდოვდა. პროგრამა ჟურნალისტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.